Belive

კამერუნის ნაკრების მწვრთნელსა და სამუელ ეტო'ოს შორის კონფლიქტი მოხდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კამერუნის ფეხბურთში მიმდინარე კრიზისი გამძაფრდა. ბოლოდროინდელი აფრიკის ერთა თასის (CAN) შემდეგ, რომელიც კოტ-დ'ივუარში ჩატარდა, კამერუნელები საკუთარი ნაკრების თამაშით იმედგაცრუებულები დარჩნენ. აპრილში, სპორტის მინისტრმა ნარცის მუელ კომბიმ ახალ მწვრთნელად ბელგიელი მარკ ბრაისი დანიშნა. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, სამუელ ეტო'ოს არ მოეწონა. თავდაპირველად მან უარი თქვა ბრაისისა და სამინისტროს მიერ არჩეული პერსონალის მხარდაჭერაზე, საბოლოოდ კი მიიღო, მაგრამ გარემოცვაში საკუთარი ტექნიკური, სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალი მიუჩინა.

61 წლის ბელგიელი მწვრთნელი ეტო 'ომ "სამუშაო სესიაზე" მიიწვია, სადაც დაპირისპირება მოხდა და ნათლად გამოჩნდა კამერუნის ფეხბურთში არსებული ღრმა კრიზისი.

სესია, რომელიც გულთბილი მისალმებით დაიწყო, მალევე გადაიზარდა დაპირისპირებაში. თავდაპირველად ეტო' ო სპორტის მინისტრის ტექნიკურ მრჩეველთან შევიდა კონფლიქტში და მისი გაგდება მოითხოვა.

ამის შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტი მოუწოდებდა ბრაისს მხარეები აერჩია.

მე პრეზიდენტი ვარ, ასე არ უნდა მელაპარაკო. როგორ ფიქრობ, შემიძლია ამის გაკეთება ბელგიაში? და როგორ გგონია, შენ შეგიძლია ასე მომმართო კამერუნში?" - მიმართავდა ეტო'ო ახალ მწვრთნელს და მისგან პატივისცემას მოითხოვდა

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ეტო'ო სკანდალში ეხვევა. ყოფილ თავდამსხმელს FIFA-ს ეთიკის კომიტეტი აქამდე მუქარის შემცველ გზავნილებში და "ჩაწყობილი" თამაშების ორგანიზებაშიც ადანაშაულებდა.

სხვა სტატიები