FIFA-მ სამუელ ეტო'ო დასაჯა
ფეხბურთის მმართველი ორგანოს ორშაბათს გამოქვეყნებულ ტექსტში ნათქვამია, რომ კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, სამუელ ეტო'ოს, ფიფას დისციპლინური წესების დარღვევის გამო, ექვსი თვით აეკრძალა ეროვნული ნაკრებების მატჩებზე დასწრება.
სანქციასთან დაკავშირებით ფიფას დისციპლინურმა კომიტეტმა დეტალები არ გაასაჯაროვა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეტო'ო დამნაშავედ იქნა მიჩნეული "შეურაცხმყოფელ ქცევაში და სამართლიანი თამაშის პრინციპების დარღვევაში", ასევე "არასწორ ქცევაში" ოფიციალური პირების მიმართ.
სანქცია დაწესდა 2024 წლის 11 სექტემბერს ბოგოტაში, კოლუმბიაში, ფიფას 20-წლამდე ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის 1/6-ფინალური ეტაპის მატჩთან დაკავშირებით - ბრაზილიასა და კამერუნს შორის - ვკითხულობთ განცხადებაში
ბრაზილიის ნაკრების სასარგებლოდ დანიშნული პენალტის დროს, "ბარსელონას" ყოფილი ფორვარდი მსაჯებზე ზეწოლას ცდილობდა და ფაქტს აპროტესტებდა. როგორც ჩანს, სანქციასთან ეს ამბავიც უნდა იყოს დაკავშირებული.
სამუელ ეტო’ო კამერუნის ფეხბურთის ფედერაციას 2021 წლიდან უდგას სათავეში, ნახევარი წლის განმავლობაში, ის კამერუნის ვერცერთი ასაკობრივი ნაკრების თამაშს ვერ დაესწრება.