Belive

კამავინგამ ნკუნკუ დააზიანა | 25 წლის ფორვარდი მუნდიალს გამოტოვებს VIDEO

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი კრისტოფერ ნკუნკუ, ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო, მუნდიალს გამოტოვებს.

ახალგაზრდა ფორვარდს დაზიანება მისმა თანაგუნდელმა ედუარდ კამავინგამ მიაყენა, რომელიც ნკუნკუსთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

25 წლის ფეხბურთელმა "ლაიფციგის" რიგებში კარგი სეზონი ჩაატარა. ფრანგმა ბუნდესლიგის 15 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

კრისტოფერის დებიუტი ნაკრებში ამ წლის დასაწყისში შედგა, მას "ლე ბლეში" სულ რვა მატჩი აქვს ჩატარებული.

დიდიე დეშამს მსოფლიო ჩემპიონატისთვის არაერთი მოთამაშე დააკლდა. ყატარში მის გუნდს ნგოლო კანტე, პოლ პოგბა, პრენსელ კიმპემბე და ახლა უკვე ნკუნკუც ვეღარ დაეხმარება. ამ უკანასკნელის ნაცვლად, დეშამმა "აინტრახტის" თავდამსხმელი რანდალ კოლო მუანი გამოიძახა.

საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე D ჯგუფში ავსტრალიის, დანიისა და ტუნისის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. დეშამის გუნდი პირველ შეხვედრას 22 ნოემბერს, ავსტრალიიის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები