Belive

"კამათის დროს შემთხვევით მაგიდას დავეჯახე" - ფედერიკო ვალვერდე

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის რეალის ფეხბურთელმა ფედერიკო ვალვერდემ ორელიენ ჩუამენისთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ ვრცელი განცხადება გაავრცელა. ურუგვაელმა ნახევარმცველმა ყველა გულშემატკივარს გარკვევით აუხსნა მისი საავადმყოფოში ვიზიტის შესახებ.

გუშინ ვარჯიშის დროს თანაგუნდელთან ინციდენტი მომივიდა. შეჯიბრებით გამოწვეული გადაღლილობისა და იმედგაცრუების გამო ყველაფერი საზღვრებს გასცდა. ჩვეულებრივ გასახდელში ასეთი რამ შეიძლება მოხდეს და როგორც წესი, შიდა სივრცეში გვარდება ისე, რომ საჯაროდ არ ხდება ხოლმე ცნობილი.

ცხადია, ჭორები ძალიან სწრაფად გავრცელდა, თან ამას ისიც ემატება, რომ სეზონმა ტიტულების გარეშე ჩაიარა და ეს რეალ მადრიდია და ჩვენ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვართ, ამის გამო ყველაფერი გამძაფრდა. დღეს კიდევ ერთი უთანხმოება მოგვივიდა, კამათის დროს შემთხვევით მაგიდას დავეჯახე, რის გამოც შუბლზე პატარა ჭრილობა მივიღე და აუცილებლად საავადმყოფოში გავხდი წასასვლელი. ჩემს თანაგუნდელს ჩემთვის არასდროს დაურტყამს და არც მე დამირტყამს მისთვის. მესმის, რომ თქვენთვის უფრო ადვილია დაიჯეროთ, თითქოს ერთმანეთს ფიზიკურად გავუსწორდით ან ეს განზრახ მოხდა, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა.

ვგრძნობ, რომ სიტუაციით გამოწვეულმა ბრაზმა და იმედგაცრუებამ მიმიყვანა იქამდე, რომ თანაგუნდელს ვეკამათე. ბოდიშს გიხდით. გულწრფელად ვწუხვარ, რადგან ეს სიტუაცია ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. მადრიდის რეალი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა და მის მიმართ გულგრილი ვერ ვიქნები. ეს ყველაფერი დაგროვილი ემოციების შედეგია, რაც უაზრო დაპირისპირებით დაგვირგვინდა. ამან დააზიანა ჩემი იმიჯი და გააჩინა ეჭვები, რის საფუძველზეც დაიწყეს ამბების გამოგონება, ცილისწამება და შემთხვევითობის გამო ცეცხლზე ნავთის დასხმა. ეჭვი არ მეპარება, რომ ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც მოედნის გარეთ გვქონდეს, მოედანზე ქრება და თუ ჩუამენის დაცვა სტადიონზე მომიწევს ამას პირველი გავაკეთებ.

სეზონის დასრულებამდე ხმის ამოღებას არ ვაპირებდი, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვვარდით და მთელი ბრაზი თუ წყენა ჩემთვის დავიტოვე. კიდევ ერთი წელი დავკარგეთ და არ ვიყავი იმ განწყობაზე, რომ სოციალურ ქსელებში პოსტები მეწერა, მაშინ როდესაც ჩემი ერთადერთი სათქმელი მოედანზე უნდა ყოფილიყო, ვფიქრობ ისედაც ყოველთვის ასე ვიქცეოდი. სწორედ ამიტომ ყველაზე მეტად მე მტკივა ეს სიტუაცია, რომელიც სამედიცინო გადაწყვეტილების გამო მომდევნო მატჩში თამაში შესაძლებლობას არ მაძლევს. მე ყოველთვის ყველა შეხვედრაში ბოლომდე ვიხარჯებოდი და სხვებზე მეტად მტკივა, რომ ახლა ამის გაკეთება არ შემიძლია. მზად ვარ, კლუბისა და თანაგუნდელების წინაშე ვითანამშრომლო ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ისინი საჭიროდ მიიჩნევენ. მადლობა. - ფედერიკო ვალვერდე

სხვა სტატიები