Belive

კალიარისთან მარცხის შემთხვევაში, რომამ, შესაძლოა, მოურინიო გაათავისუფლოს

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იმ შემთხვევაში თუ ,,რომა'' ,,კალიარისთან'' შეხვედრას დათმობს, იტალიური გუნდი მზადაა, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჟოზე მოურინიო დაითხოვოს. ინფორმაციას Corrierre dello Sport-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ,,რომას'' პრეზიდენტი, დენ ფრიდკინი პორტუგალიელის გათავისუფლებას ჯერ კიდევ სერია A-ს მე-6 ტურში, ,,ჯენოასთან'' განადგურების (1:4) შემდეგ გეგმავდა, თუმცა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიაგუ პინტუმ, ამერიკელი დაარწმუნა, რომ გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარა.

,,კალიარისა'' და ,,რომას'' შეხვედრა ხვალ გაიმართება.

სერია A-ს 7 ტურის შემდეგ, მოურინიოს გუნდს 8 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-13 პოზიციაზეა.

სხვა სტატიები