Belive

"კალიარის სპორტულმა დირექტორმა საბა გოგლიჩიძის დამატება მოითხოვა" - ჯანლუკა დი მარციო

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს გუნდი კალიარი საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს, ინფორმაციას სპორტული ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

წყაროს ცნობით კალიარის სპორტულმა დირექტორმა, გვიდო ანჯელოციმ საბა გოგლიჩიძის შეძენა ოფიციალურად მოითხოვა, ისინი დაცვის გაძლიერებას ორი ფეხბურთელით გეგმავენ, ესენია: საბა გოგლიჩიძე და პოლონელი კამილ პიატკოვსკი. კალიარი ორივე ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს.

21 წლის ქართველი ცენტრალული მცველი ემპოლის 2024 წელს შეუერთდა და გუნდთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. საბა გოგლიჩიძის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 8 მილიონი ევროა.

გასულ 2024/25 წლების სერია A-ს სეზონში კალიარიმ მე-15 ადგილი დაიკავა და უმაღლეს ჩემპიონატში დარჩა, ემპოლი კი მე-18 პოზიციაზე გავიდა, რის გამოც სერია B-ში დაქვეითდა

სხვა სტატიები