Belive

კაკუბავას ტრავმის სიმძიმე ცნობილია, კოხრეიძეს ექიმები აკვირდებიან

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"საბურთალოსა" და "მერანს" შორის უგოლოდ დასრულებული თბილისური დერბის შემდეგ, ექს-ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ live.ge-სთან შეხვედრა შეაფასა და გუნდის ტრავმირებული ფეხბურთელების მდგომარეობაზე ისაუბრა. "რა თქმა უნდა, რთულ მატჩს ველოდით. "მერანი" ძალიან კარგი გუნდია, რომლის მაისურსაც გამოცდილი ფეხბურთელები ირგებენ. ვფიქრობ, შეხვედრა მაღალ ტემპში წარიმართა, ორმხრივ შეტევებში და მაყურებელს კარგი სანახაობა უნდა ეხილა. ორივე გუნდმა კარგად ითამაშა და საწყენია, რომ ასეთი მატჩი უგოლოდ დასრულდა. სამწუხაროდ, ლევან კაკუბავა დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ვერ დაგვეხმარება, რაც შეეხება გიორგი კოხრეიძეს, რომელიც დღეს დაშავდა, ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ზუსტი დიაგნოზი მალე გვეცოდინება", - თქვა "საბურთალოს" თავკაცმა.

სხვა სტატიები