საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი საბურთალო ახალი სეზონისთვის მზადებას აქტიურად განაგრძობს. გუნდმა კიდევ ორი ახალწვეული დაიმატა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ორივე მათგანი ლეგიონერია.
თბილისურ კლუბს ორი მოლდოველი ფეხბურთელი: ცენტრალური მცველი, მოლდოვის ნაკრების 26 წლის მოთამაშე, ვიქტორ მუდრაკი და 23 წლის ნახევარმცველი დმიტრი მანდრიჩენკო შეემატა, რომელსაც ქვეყნის ახალგაზრდულ გუნდშიც უთამაშია.
მუდრაკს სხვადასხვა დროს "დაჩიას", "ალაშკერტისა" და ბელარუსული "სლავიას" რიგებში უთამაშია, ხოლო მანდრიჩენკო შიდა ჩემპიონატის გარდა, კიევის "დინამოს" მეორე შემადგენლობაშიც გამოდიოდა.
ეს "საბურთალოსთვის" მიმდინარე პაუზის დროს უკვე მეცხრე ტრანსფერია, აქამდე ლევან კორღალიძის გუნდმა თომა ტაბატაძე, გიორგი ლაცაბიძე, გიორგი ჯგერენაია, გიორგი ერისთავი, რომან ჩაჩუა, რაფიკ ამინუ და თორნიკე ძებნიაური დაიმატეს, ასევე კლუბს "თელავში" განათხოვრებული მეკარე, ოთო გოშაძეც დაუბრუნდა. პარალელურად, გუნდი დავით კუპატაძემ, ბექა ქავთარაძემ, ანრი ჭიჭინაძემ, ლევან მაჭარაშვილმა, ჟარდელროდრიგესმა და ოლივიე ბუმალმა დატოვეს.
კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გუნდთან ერთად 18 წლის ნიგერიელი ოგაგოდუკოც ვარჯიშობს, თუმცა მისი და "საბურთალოს" თანამშრომლობა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.