კახა ცხადაძე დისკვალიფიკაციითა და ფულადი ჯარიმით დასაჯეს
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გაბალასა და ყარაბაღის მატჩის დროს, მსაჯის შეურაცხყოფისთვის კახა ცხადაძე მკაცრად დასაჯეს. აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ინციდენტი განიხილა და 57 წლის სპეციალისტი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციითა და 10.000 აზერბაიჯანული მანათით დააჯარიმა.
ცხადაძესთან ერთად გაბალაც დაისაჯა. 4 ფეხბურთელის მიერ მიღებული ყვითელი ბარათის გამო კლუბი 700 მანათით დაჯარიმდა, ხოლო გულშემატკივრების მიერ პიროტექნიკის გამოყენებისთვის, გაბალა 5.000 მანათით დაისაჯა.
კახა ცხადაძის გაწვრთნილი გაბალა აზერბაიჯანის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 8 ქულით მე-11 პოზიციაზე იმყოფება.