Belive

კახა ჩხეტიანმა ქუთაისის ტორპედო დატოვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კახა ჩხეტიანმა ქუთაისის ტორპედო კარიერაში მესამედ დატოვა - ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას იმერული გუნდის გვერდი ავრცელებს.

"ქუთაისის "ტორპედოს" მენეჯმენტისა და მთავარი მწვრთნელის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კახაბერ ჩხეტიანმა თანამდებობა დატოვა.

"ტორპედო" მადლობას უხდის მას გამორჩეული ღვაწლისთვის. ის დარჩება "ტორპედოს" ღირსეული ისტორიის ნაწილი, რაც თავის მხრივ კლუბის მომავალი წარმატების საფუძველია", - წერს "ტორპედოს" ოფიციალური გვერდი.

კახა ჩხეტიანი "ტორპედოში" მესამედ 2022 წლის 16 ივნისს დაინიშნა, მთლიანობაში კი გუნდს 194 მატჩში უხელმძღვანელა და ეროვნული ლიგის, სამჯერ დავით ყიფიანის სახელობის თასის და ორჯერ სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის გამარჯვებული გახდა.

სხვა სტატიები