Belive

კაფუ: ,,რომადან იაპონურ გუნდში გადავდიოდი, რომელსაც ჩემს ანგარიშზე თანხა უკვე ჩარიცხული ჰქონდა''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა, კაფუმ, განაცხადა, რომ ,,მილანში'' გადასვლამდე შეთავაზება იაპონიიდან ჰქონდა:

,,რომას შემდეგ გადასვლა ერთ-ერთ იაპონურ გუნდში მიწევდა, რომელსაც ჩემს ანგარიშზე თანხა უკვე ჩარიცხული ჰქონდა.

კლუბის წარმომადგენლებს დავურეკე და ვუთხარი: ,,ბიჭებო, პატარა პრობლემა მაქვს, მილანიდან დამირეკეს...''

მილანში გადავედი, ისინი კი ჩემზე ცოტათი გაბრაზდნენ. როსონერი იმდენს არ მიხდიდა, რამდენსაც იაპონელები, მაგრამ, ხომ იცით, ეს მილანი იყო.'' - კაფუ

კაფუ ,,მილანში'' 2003-2008 წლებში თამაშობდა. ბრაზილიელმა ,,როსონერის'' მაისურით ჩატარებულ 218 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 35 საგოლე გადაცემა მიითვალა. ლეგენდარულმა მცველმა ,,მილანთან'' ერთად სერია A, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, უეფას სუპერთასი (2-ჯერ) და იტალიის სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები