კადრს მიღმა, გოლის აღნიშვნის გამო Sky Sports-მა სამსახურიდან 2 თანამშრომელი გაათავისუფლა
იტალიურმა გამოცემა Sky Sports-მა ორი სტაჟიორი უცნაური მიზეზით სამსახურიდან გაათავისუფლა. კონკრეტულად, საქმე ეხება ვერონას და ინტერს შორის გამართულ შეხვედრას, როდესაც მილანურმა გუნდმა გამარჯვების მომტანი გოლის გატანა მატჩის ბოლო წუთებზე მოახერხა, აღნიშნული ეპიზოდის დროს ორმა გულშემატკივარმა, პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას, ოღონდ სტუდიის მიღმა გოლი აღნიშნა.
ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა კადრები, სადაც ახალი ამბების წამყვანის უკან გულშემატკივრები გოლს აღნიშნავენ. წყაროს ცნობით, მომხდარიდან მალევე Sky Sports Italy-ის დირექტორმა, ფედერიკო ფერიმ ისინი სამსახურიდან გაათავისუფლა.
gol dell’Inter, e a #SkySport 24 in redazione qualcuno non contiene l’esultanza 👀#VeronaInterpic.twitter.com/0h4FtuV0aW
— Andrea 🐺 (@andrewalbo) November 2, 2025
შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ს მე-10 ტურის შეხვედრაში ინტერმა ვერონა 1:2 დაამარცხა, გამარჯვების მომტანი გოლი 90+3 წუთზე გავიდა. ინტერი 21 ქულით ცხრილში მე-2 ადგილზეა (7 მოგება, 3 მარცხი).