Belive

კაბო ვერდეს მწვრთნელი: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ჩვენს ქვეყანაში პოპულარულები არიან

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

8 ივნისს, საქართველოს ნაკრებმა კაბო ვერდეს ამხანაგური მატჩის ეგიდით უმასპინძლა. მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა და ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ჩვენი ნაკრები პირველი ტაიმის დამატებით დროში საბა ლობჟანიძემ დააწინაურა, კაბო ვერდეს მხრიდან კი, მეორე ტაიმის მიწურულს, რაიან მენდესმა 11-მეტრიანი დარტყმით გამოიჩინა თავი.

90 წუთის შემდეგ, კაბო ვერდეს მთავარმა მწვრთნელმა, პედრო ბრიტომ მატჩის შეფასება გააკეთა.

"ვფიქრობ, საკმაოდ რთული და საინტერესო მატჩი გამოვიდა. კმაყოფილი ვარ ჩვენი თამაშით როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში. ჩემმა ფეხბურთელებმა ყველაფერი კარგად შეასრულეს. ვფიქრობ, რომ ჩვენმა მეტოქემაც კარგი მატჩი აჩვენა და საბოლოოდ, სანახაობრივი მატჩი გამოვიდა.

ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრებს კარგი მოთამაშეები ჰყავს. მათ წინააღმდეგ, 90 წუთის განმავლობაში, არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით და მატჩი უნდა მოგვეგო კიდეც. ეს იმაზე, მეტყველებს რომ კარგი მატჩი ჩავატარეთ.

კაბო ვერდეში, ხალხმა ევროპის ჩემპიონატს თვალი ადევნა და ჩვენს ქვეყანაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები პოპულარულები არიან. თუმცა ვფიქრობ, ახლა არ ღირს რომელიმე ფეხბურთელის გამოყოფა.

მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჩვენი დაპატიჟებისთვის და იმედი გვაქვს, კიდევ დავბრუნდებით თქვენს ლამაზ ქვეყანაში".

სხვა სტატიები