ფიფას განახლებული რეიტინგი | საქართველოს ნაკრები ისევ დაქვეითდა
ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ, ფიფამ რეიტინგი განაახლა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელმაც გასულ კვირას ორივე შეხვედრა დათმო (ესპანეთთან და ბულგარეთთან), რეიტინგში 3 პოზიციით დაქვეითდა და ახლა 70-ე ადგილის ნაცვლად, 73-ე პოზიციზეა. ვილი სანიოლის გუნდს რეგრესი ჰქონდა ოქტომბერში განახლებულ რეიტინგშიც, მაშინ საქართველოს ნაკრებმა 2 პოზიცია დათმო.
იამაიკა
ბოსნია
განა
საქართველო
ისლანდია
ფინეთი
ბოლივია
ცვლილებები არ შეეხო პირველ ოთხეულს, რომელსაც კვლავ ესპანეთი, არგენტინა, საფრანგეთი და ინგლისი იკავებენ, თუმცა მე-5 ადგილზე გადაინაცვლა ბრაზილიამ - მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონებმა ნიდერლანდებსა და პორტუგალიას გადაუსწრეს. ათეულიდან დაქვეითდა იტალიის ეროვნული ნაკრები და ახლა მე-12 ადგილს იკავებს, მის ნაცვლად კი საუკეთესოთა შორის ხორვატია მოხვდა:
ესპანეთი
არგენტინა
საფრანგეთი
ინგლისი
ბრაზილია
პორტუგალია
ნიდერლანდები
ბელგია
გერმანია
ხორვატია
The new 𝑭𝑰𝑭𝑨 𝑾𝒐𝒓𝒍𝒅 𝑹𝒂𝒏𝒌𝒊𝒏𝒈 top 30 🌎
— 433 (@433) November 19, 2025
Brazil 🇧🇷 climb two spots to overtake Portugal 🇵🇹 and the Netherlands 🇳🇱 👀 pic.twitter.com/H78RmoMnSE