Belive

კაბო ვერდეს მეკარე: "მატჩის შემდეგ ძალიან ბევრი ვიტირე..."

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი დებიუტანტის, კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართა. ყველასათვის მოულოდნელად, შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა და კაბო ვერდემ ისტორიული ქულა მოიპოვა, თანაც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის წინააღმდეგ.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კაბო ვერდეს 40 წლის მეკარე, ვოზინიო გახდა - მას ესპანეთის წინააღმდეგ 7 მოგერიებული ბურთი ჰქონდა. მეკარე ისტორიულ ქულას ძალიან ემოციურად შეხვდა, მატჩის დასრულებისთანავე ის ატირდა და საკუთარი ქვეყნის დროშა ააფრიალა.

მატჩის დასრულების შემდეგ, იგი უბედნიერესი და სიმბოლურად, თვალცრემლიანი იყო, ეს ბედნიერების და თან ნოსტალგიის ცრემლები იყო და ჟურნალისტებთან ძალიან გულწრფელად ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო წუთები და მომენტია, სიმბოლურია რომ ეს ყველაფერი 40 წლის ასაკში და კარიერის ბოლოს გადამხდა თავს.

მატჩის შემდეგ ძალიან ბევრი ვიტირე, რადგან ბავშვობაში ბებიასთან და ბაბუასთან ერთად გავიზარდე, მათ კი აქ ყოფნა არ შეუძლიათ. ისინი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალნენ.

აქ ვერც დედაჩემი ჩამოვიდა ვიზის პრობლემისა და იმ თანხის გამო, რაც ამისთვის უნდა გადაგვეხადა. დროულად ვერ მოვახერხეთ ამ ყველაფრის მოგვარება." - ვოზინიო

შეხვედრის დაწყებამდე, მას სოციალურ ქსელში 53 000 გამომწერი ჰყავდა. მიქს ზონაში შესვლისას, როცა ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა, გაიგო, რომ სულ რაღაც ერთ საათში მისი მიმდვრების რაოდენობამ მიილიონს გადააჭარბა, რაც 40 წლის მეკარისთვის კიდევ ერთი ემოციური ფაქტორი იყო. ვოზინიას, ძირითადად ბრაზილიელი გამომწერები დაემატნენ.

კაბო ვერდემ მუნდიალზე სადებიუტო მატჩში ისტორიული ქულა მოიპოვა, თანაც მოქმედ ევროპის ჩემპიონებთან, რაც მიმდინარე მუნდიალის უდიდეს სენსაციად ჩაითვალა.

კაბო ვერდეს ნაკრები მომდევნო მატჩს 22 ივნისს, ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები