Belive

ჯუზეპე ბერგომი: "ფეხბურთთან ყველაზე ახლოს ხვიჩა კვარაცხელიაა..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მილანის "ინტერისა" და იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა - ჯუზეპე ბერგომიმ, "Sky Sports"-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავად აკეთებს დრიბლინს, მეტოქე გუნდის მცველებს მუდამ აჯარიმებს და ყვითელ ბარათს ჰკიდებს, მან იცის დრიბლინგი, როგორ აკიდოს მეტოქეს ჯარიმა და საერთოდ ყველაფერი. მგონია, რომ დღეს ეს ქართველი ბიჭუნა ყველაზე ახლოს არის ფეხბურთთან. მან კარგად იცის როგორ გაამწვავოს თამაში ორივე ფლანგიდან, იყენებს ორივე ფეხს და მეტოქეს სრულიად ანადგურებს. ხვიჩა ძალიან ძლიერი მოთამაშეა".

ჯუზეპე ბერგომიმ მთელი მისი საფეხბურთო კარიერა "ინტერში" გაატარა. იტალიელი ფეხბურთელი "ნერაძურის" რიგებში 1979-1999 წლებში ასპარეზობდა და საბოლოოდ ამ კლუბის ისტორიაში შევიდა.

ბერგომი 1982-1992 წლებში იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი იყო. პოზიციით მცველს, იტალიის ეროვნულ ნაკრებში 81 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც გოლით თავი 6-ჯერ გამოიჩინა.

სხვა სტატიები