Belive

ჯუდ ბელინგემი ბრაგასთან მატჩს გამოტოვებს

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჯუდ ბელინგემი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო მატჩს ბრაგას წინააღმდეგ, მხრის ტრავმის გამო გამოტოვებს. კარლო ანჩელოტი ადასტურებს, რომ ინგლისელი ფეხბურთელი ოთხშაბათს გასამართ შეხვედრაზე გამოირიცხა, ინფორმაციას Goal.com აქვეყნებს.

ბელინგემმა მხრის ტრავმა რაიო ვალეკანოს წინააღმდეგ პირველ ტაიმში მიიღო, ექიმების შემოწმების შემდეგ ფეხბურთელს თამაშის გაგრძელების საშუალება მიეცა და საბოლოოდ ინგლისელმა 90 წუთი ითამაშა.

სხვა სტატიები