Belive

ჯუდ ბელინგემი 2 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში, "ვალენსიამ" მესტალიაზე მადრიდის "რეალი" მიიღო და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. მატჩის სკანდალური მომენტი მთავარი არბიტრის, ხესუს ხილ მანსანოს საფინალო სასტვენს დაემთხვა.

მატჩის 99-ე წუთზე, მადრიდელებმა საჯარიმოში ჩააწოდეს, ჯუდ ბელინგემმა საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და მამარდაშვილს გამარჯვების გოლი გაუტანა, თუმცა მსაჯმა გოლი გააუქმა. საქმე ისაა, რომ მანსანომ საფინალო სასტვენი მაშინ გამოიყენა, როდესაც ვალენსიას საჯარიმოსკენ გაგზავნილი ბურთი ჯერ კიდევ ჰაერში იყო.

არბიტრის გადაწყვეტილებამ სამეფო კლუბის ფეხბურთელებისა და მწვრთნელის გაღიზიანება გამოიწვია, ფეხბურთელები მსაჯს შემოეხვივნენ და ახსნა-განმარტებას სთხოვდნენ. არასპორტული საქციელისთვის ჯუდ ბელინგემმა პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.

ესპანურ მედიაში, კერძოდ კი "Mundodeportivo"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯუდ ბელინგემი მსაჯის შეურაცხყოფის გამო 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა და ლა ლიგაში მომავალ 2-შეხვედრას გამოტოვებს, რომელსაც მადრიდელები "სელტას" და "ოსასუნას" წინააღმდეგ გამართავენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯუდ ბელინგემმა მსაჯს შემდეგი სიტყვებით მიმართა.

"ეს არის სამარცხვინო საქციელი და ქმედება. 100%-იანი გოლი გამიუქმე..." - ჯუდ ბელინგემი ხილ მანსანოს

შეგახსენებთ, რომ ჯუდ ბელინგემს "სამეფო კლუბის" მაისურით მიმდინარე სეზონში 30 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 20 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები