Belive

ჯუდ ბელინგები FC25-ის ახალი სახე გახდა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალისა" და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემი ცნობილი საფეხბურთო სიმულატორის, FC25-ის ახალი სახე გახდება. თამაშის გარეკანზე ის ცნობილი 'Belligol'-ის აღნიშვნით იქნება წარმოდგენილი.

EA Sports ამჟამად FC25-ის დამუშავების რეჟიმშია, წელს EA Sports FC თამაშების სერიის მეორე ნაწილი გამოვა. საფეხბურთო ისტორიის უდიდესი ფიგურები მადრიდში გადასაღებ მოედანზე შეიკრიბებიან, რათა EA SPORTS FC 25 Ultimate Edition-ის გარეკანზე მათი ფოტოები გამოისახოს - ბელინგემი ოქროს ბურთის გამარჯვებულთან, აიტანა ბონმატთან ერთად გამოჩნდება (Ultimate Edition-ის გარეკანზე).

ჯუდმა აჩვენა, თუ რას ნიშნავს კლუბისთვის ყველაფრის გაცემა. მისმა საფეხბურთო სპექტაკლებმა, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში, განამტკიცა მისი, როგორც ახალი თაობის 'ნიჭის' არგუმენტი. მას აქვს უნარი შეცვალოს თამაში და შექმნას განსაკუთრებული მომენტები ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის - განაცხადა დევიდ ჯექსონმა, EA SPORTS FC-ის ბრენდის ელჩმა

ახალი თამაშის დევიზი იქნება "for the club" (კლუბისთვის). FC24-ის, წინა წელს გამოშვებული სერიის გარეკანზე ერლინგ ჰოლანდი იყო გამოსახული, ჯუდ ბელინგემი სწორედ მას ჩაანაცვლებს. სიმულატორი კონსოლებზე 2024 წლის 27 სექტემბერს გამოვა.

თამაშის თრეილერის ოფიციალური პრემიერა :

სხვა სტატიები