Belive

ჯორჯო კიელინი: პრემიერლიგაში 3-ჯერ ძლიერი მცველები თამაშობენ, ვიდრე სერია A-ში

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლოს ანჯელესის" ცენტრალურმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ THE ATHLETIC-ისთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. ევროპიდან ცნობილი ფეხბურთელების აშშ-სა და საუდის არაბეთში გადინება და თანამედროვე ფეხბურთის ტენდენციები საუბრის ძირითადი ნაწილი იყო. იტალიელ ლეგენდარულ მცველს პრემიერლიგისა და სერია A-ს შედარება სთხოვეს, აი რას ამბობს ის აღნიშნული ჩემპიონატებს შორის განსხვავებაზე:

ინგლისში თამაში ყველასთვის ძალიან რთულია, აქ მოსახვედრად ფიზიკურად 100%-ით მზად უნდა იყო. პრემიერლიგა უკეთესია, ვიდრე სხვა ნებისმიერი ჩემპიონატი. ინგლისში ახალგაზრდა მოთამაშეებს გამოსაცდელად დიდ დროს არ აძლევენ და ცოტაა ისეთი, ვინც ასეთ მოკლე დროში ადაფტაციას შეძლებს.

ჯანლუკა სკამაკა, რომელიც უნიჭიერესია და ვესთ ჰემში იყო, ალბათ, უფრო მეტ სათამაშო დროს იმსახურებდა, მაგრამ კლუბისაც მესმის. გუნდს არ შეუძლია დიდი დრო მოგცეს, თუ იმ მომენტში უკეთესი ფეხბურთელი ჰყავს, აუცილებლდ ის ითამაშებს.

სკამაკა რომ იუვენტუსში, მილანში ან ინტერში წასულიყო, ადაფტაციისტვის მაინც დრო დასჭირდებოდა, მაგრამ იტალიაში ეს უფრო მარტივია, ვიდრე ინგლისში. ჩემი აზრით, ვესტ ჰემი იგივე დონეზეა, როგორც საუკეთესო კლუბი იტალიაში. გინახავთ სმოლინგი, ტომორი ან ლოფტუს-ჩიკი? ისინი ფიზიკურად 3-ჯერ უფრო ძლიერი მცველები არიან ვიდრე იტალიაში მოთამაშე იმავე პოზიციის ფეხბურთელები.

პრემიერლიგაში თამაშთან ახლოს არ ვყოფილვარ, თუმცა იმ წლებში, როცა საუკეთესო ფორმაში ვიყავი, რა თქმა უნდა, ეს შემეძლო. ინგლისში თამაში ფორმის პიკის გადავლის მერე თითქმის გამორიცხულია, ეს ყველაზე ძნელი ლიგაა. სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს როგორ თამაშობს იქ ტიაგო სილვა. - განაცხადა ჯორჯო კიელინიმ

სერია A-ს 9-გზის გამარჯვებული ლოს ანჯელესში ცხოვრებით ტკბება და მინიმუმ მომავალ ზაფხულამდე MLS-ში ითამაშებს, გააგრძლებს თუ არა კარიერას იტალიელი ფეხბურთელი, სეზონის ბოლოს გაირკვევა.

სხვა სტატიები