Belive

იტალიის 26-კაციანი განაცხადი ევროპის ჩემპიონატისთვის

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლუჩიანო სპალეტიმ ევრო2024-სთვის საბოლოო, 26 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. მთავარმა მწვრთნელმა სახლში რიკარდო ორსოლინი, სამუელე რიჩი და ივან პროვედელი გაუშვა. სპალეტიმ თავდაპირველად 30 მოთამაშე შეკრიბა, მაგრამ ტრავმის გამო მალევე დაკარგა მცველები: ფრანჩესკო აჩერბი და ჯორჯო სკალვინი.

"იუვენტუსის" ფეხბურთელი ფედერიკო გატი ჯგუფს რამდენიმე დღის წინ დაემატა და გერმანიაში წამსვლელთა საბოლოო სიაშია. "ლაციოს" მეკარის, ივან პროვედელი დატოვების ძირითადი მიზეზი ისაა, რომ სეზონის ბოლო თვეებში ტრავმა აწუხებდა. "ბოლონიას" გარემარბმა ორსოლინიმ მწვრთნელზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა (თურქეთთან ამხანაგურ შეხვედრაში), სამუელე რიჩი კი თავიდანვე ალტერნატიულ ვარიანტად განიხილებოდა.

იტალიის 26-კაციანი სია ევრო2024-ზე:

მეკარეები: დონარუმა, მერეტი, ვიკარიო

მცველები: ბასტონი, ბელანოვა, ბონჯორნო, კალაფიორი, კამბიაზო, დარმიანი, დი ლორენცო, დიმარკო, გატი, მანჩინი

ნახევარმცველები: ბარელა, კრისტანტე, ფაჯიოლი, ფოლორუნსო, ფრატეზი, ჟორჟინიო, პელეგრინი

თავდამსხმელები: კიეზა, ელ შაარავი, რასპადორი, რეტეგი, სკამაკა, ძაკანი

სხვა სტატიები