ჯორდან ჰენდერსონი ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანიზაციის ელჩად დაინიშნა
4 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ჩემთვის ეს აღიარება დიდი პატივია. NHS-ის საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ჩემი თანამშრომლობის ფარგლებში, მე პირველად მოვისმინე ჯანდაცვის წარმომადგენლებისგან მათ წინაშე მდგარი გამოწვევებისა და ამგვარი შემოწირულებების გავლენის შესახებ მათზე და ზოგადად, ჯანდაცვის სისტემაზე. მე, როგორც ოფიციალური საქველმოქმედო ელჩი, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ნათელი გავხადო საქველმოქმედო ორგანიზაციების საოცარი საქმიანობა ჩვენი მედიცინის მხარდაჭერაში", - თქვა ჰენდერსონმა.ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი სამოქალაქო აქტივობით აქამდეც გამოირჩეოდა - ჰენდერსონი #PlayersTogether-ის ჯანდაცვის მხარდაჭერის ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, რომელმაც 2020 წლის აპრილში დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სისტემისთვის (NHS) 4,5 მილიონი ევროს შეგროვება შეძლო.