ჯონ ტერიმ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის ,,ჩელსისა'' და ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი, ჯონ ტერი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მთავარ ფავორიტად მადრიდის ,,რეალს'' მიიჩნევს:
,,ჩემი აზრით, ტურნირის აშკარა ფავორიტი რეალია. ამ გუნდის თამაშით აღფრთოვანებული ვარ!
რეალი ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტის სტატუსს არასდროს თმობს. თუ გავითვალისწინებთ, რომ 1/8-ფინალში მათი მეტოქე ლაიფციგია, დიახ, მათი გზა ფინალისკენ რთული იქნება. თუმცა, ანჩელოტის ფაქტორი გადამწყვეტი უნდა იყოს. კარლო ტაქტიკურად მოქნილი მწვრთნელია, რასაც სეზონიდან სეზონამდე ყველას უმტკიცებს.'' - ჯონ ტერი
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის ,,რეალი'' ,,ლაიფციგს'' დაუპირისპირდება.
გუნდებს შორის პირველი მატჩი 14 თებერვალს, გერმანიაში გაიმართება.