Belive

ჯონ ოლდრიჯი: "კელეჰერი მამარდაშვილზე კარგი მეკარე მგონია"

13 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლივერპულის" ყოფილმა მოთამაშემ, ჯონ ოლდრიჯმა ინგლისურ მედისთან ლივერპულის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდიდან მეორე მეკარის, კაოიმჰინ კელეჰერის გაშვება შეცდომა იქნება.

ფეხბურთელს, რომელსაც იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე წასვლის უფლებას არ მისცემენ, კაოიმჰინ კელეჰერია. ლივერპულმა კონტრაქტი გიორგი მამარდაშვილთან გააფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ კელეჰერს ზაფხულში სხვა გუნდის მოძებნა მოუწევს.

ვფიქრობ, ლივერპული შეცდომას უშვებს ირლანდიელ მეკარესთან დაკავშირებით, რადგან ახლა ის გიორგი მამარდაშვილზე უკეთესია. - განაცხადა ჯონ ოლდრიჯმა

ოლდრიჯი მერსისაიდულ კლუბში 1987-1989 წლებში თამაშობდა. ირლანდიელმა შემტევმა 83 ჩატარებულ შეხვედრაში 50 გოლი გაიტანა.

გიორგი მამარდაშვილი ლივერპულმა 35 მილიონ ევროდ შეიძინა, 1 სეზონით კი, იჯარის წესით, "ვალენსიაში" დატოვა.

სხვა სტატიები