Belive

გარი ნევილმა პრემიერლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, გარი ნევილი მიიჩნევს, რომ პრემიერლიგის 2025-2026 წლების სეზონის ჩემპიონი არსენალი გახდება, თუმცა იმასაც დასძენს, რომ მეთოფეებს, სიტისა და ლივერპულს ჩემპიონობის აბსოლუტურად თანაბარი შანსი აქვთ.

ნევილის პროგნოზით, არსენალის გარდა, საუკეთესო ოთხეულს მანჩესტერ სიტი, ლივერპული და მანჩესტერ იუნაიტედი დააკომპლექტებენ.

მისი ვერსიით, გავარდნის მთავარი კანდიდატები ლიდსი, ვულვზი და ბარნლი არიან.

პრემიერლიგის 2025-2026 წლების სეზონი 15 აგვისტოს, ლივერპულისა და ბორნმუთის შეხვედრით გაიხსნა, რომელშიც მერსისაიდელებმა 4:2 იმარჯვეს.

სხვა სტატიები