Belive

ჯიბრილ სისე: "მბაპეს ლივერპულის მსოფლიოში საუკეთესო გუნდად გადაქცევა შეუძლია"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"ლივერპულის" ყოფილმა მოთამაშემ ჯიბრილ სისემ კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა, სისე "ლივერპულს" მბაპეს შეძენისკენ მოუწოდებს და მიიჩნევს, რომ "პსჟ"-ს ვარსკვლავს "წითლების" მსოფლიოში საუკეთესო გუნდად გადაქცევა შეუძლია. შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე "ლივერპულს" ადრეც დაუკავშირეს და იმ შემთხვევაში, თუ ფრანგი სუპერვარსკვლავი "პსჟ"-ს დატოვებს, "ლივერპული" მბაპესთვის ბრძოლაში შესაძლოა ერთ-ერთი ფავორიტი იყოს. ასევე ცნობილია, რომ თავად მბაპეც სიმპატიითა განწყობილი "ლივერპულის" და კლოპის სამუშაო სტილის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ, კლოპის თქმით, "ლივერპულს" მბაპეს შეძენის ფუფუნება არ აქვს, სისე მიიჩნევს, რომ ინვესტიციის მბაპეში ჩადება გუნდისთვის მომგებიანი იქნება და კილიანი "ლივერპულის" შეტევას სრულყოფს. The Daily Mail-თან ინტერვიუში სისემ განაცხადა:
" გულახდილად რომ გითხრათ, მპაბეს შესახებ ბოლო დროს ხშირად ვსაუბრობ, რადგან ამ მომენტისთვის ის საუკეთესოა. მე მას "ლივერპულში" ვხედავ ხანგრძლივი პერიოდით. მესმის, რომ გუნდს მბაპეს შეძენა ძალიან ძვირი დაუჯდება, მაგრამ ვთვლი, რომ მბაპე ამად ღირს".
სისე ასევე მიიჩნევს, რომ მსოფლიო ჩემპიონი "ლივერპულს" ადვილად შეეწყობა.
"მიმაჩნია, რომ მბაპე "ლივერპულს" იდეალურად შეეწყობა, რადგან ის ჭკვიანი და გუნდური მოთამაშეა, შეტევაში მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. ასე რომ, სალჰსა და მანეს მშვენივრად შეეწყობა და თუ გუნდში ფირმინოც დარჩება, მაშინ ეს უბრალოდ გასაოცარი გუნდი იქნება, ჩემთვის კი - მსოფლიოში საუკეთესო".
ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მბაპემ 19 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 15 გოლი გაიტანა.  

სხვა სტატიები