Belive

"ჯერ არ გადამიწყვეტია დავრჩები თუ არა" - ოთარ კიტეიშვილი

3 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

ავსტრიული სპორტული გვერდი krone გრაცის "შტურმის" ქართველი ნახევარმცველის ოთარ კიტეიშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს. კიტეზე საუბრისას გამოცემამ აღნიშნა, რომ ზალცბურგთან 0:1 წაგების დროს, ოთარ კიტეიშვილი "შტურმს" ძალიან აკლდა, ის შავთეთრების რიგებში ბურთის უდიდესი ჯადოქარია.

ოთარ კიტეიშვილმა სანაკრებო შესვენებაზე საქართველო - საბერძნეთის შეხვედრაში 104-ე წუთზე ფეხის ტრავმა მიიღო და შეცვლა გახდა საჭირო, მას პენალტების სერიაში მონაწილეობა არ მიუღია. აღნიშნულის შემდეგ გრაცელი გულშემატკივრების დასამშვიდებლად სამომავლო გეგმებზე კომენტარი გააკეთა:

თავს კარგად ვგრძნობ, ტრავმა სწორი მიმართულებით მიდის. მოედნიდან რომ არ გავსულიყავი ბურთს ავიღებდი და პენალტს დავარტყამდი. ეს ჩემი ქვეყნისთვის უდიდესი წარმატებაა.
- ოთარ კიტეიშვილი

ოთარ კიტეიშვილი "ზალცბურგთან" ჩატარებული წინა შეხვედრის შესახებ და მომავალ, გასამართ მატჩზე:

"ზალცბურგთან", მზად ვიყავი, ამ მატჩისთვის სრულიად მომზადებული ვიყავი. ახლა ეს მარცხი უფრო მტკივა. შესაძლოა, მნიშვნელოვანი პირდაპირი დუელი წავაგეთ, მაგრამ მაინც ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია. ეს მატჩი ჩემპიონატში წავაგეთ, მაგრამ ახლა თასზე გვაქ სათამაშო. გასულ სეზონში ჩვენ ისინი მეოთხედფინალში დავამარცხეთ. გვინდა, რომ ნახევარფინალში ისევ იგივე განცდა ჰქონდეთ! - ოთარ კიტეიშვილი

თუ გრაცელები წარმატებას მიაღწევენ, ისინი ტიტულის დაცვას პირველ მაისს კლაგენფურტში შეეცდებიან. ეს შეიძლება იყოს ოთარ კიტეიშვილის გრაცში მოგზაურობის დასასრული, რადგან 28 წლის ფეხბურთელი არ არის დარწმუნებული გააგრძელებს თუ არა "შტურმში" კარიერას.

კონტრაქტზე მოლაპარაკება მოხდა, ენდი შიკერიც მუდმივ კონტაქტზეა ჩემს ხელმძღვანელობასთან. მაგრამ ჯერ არ გადამიწყვეტია დავრჩები თუ არა

- ამბობს ოთარი.

მას მცირეწლოვანი ქალიშვილი ჰყავს, რომელიც მალე საბავშვო ბაღის ასაკს მიაღწევს, ის გრაცში იზრდება. აწარმოებს სხვა კლუბი მოლაპარაკებებს?

ჩემი კონტრაქტი იწურება, ასე რომ, რა თქმა უნდა, არის სხვადასხვა შემოთავაზებები და ვარიანტები, მაგრამ ეს არ არის ადვილი გადაწყვეტილება, შტურმი ჩემი სახლია, ეს კლუბი ოჯახივითაა

- ოთარ კიტეიშვილი

სხვა სტატიები