ჯენოა მარიო ბალოტელის დამატებას გეგმავს
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ფაბრიციო რომანის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ჯენოა" მარიო ბალოტელის დამატებას გეგმავს. კლუბის მთავარ მწვრთნელსა და იტალიელ თავდამსხმელს შორის სატელეფონო საუბარი უკვე შედგა.
Repubblica-ზე დაყრდნობით, "ჯენოა" ბალოტელის დამატებით სერიოზულად არის დაინტერესებული. მარიოსთან, რომელიც ახლა თავისუფალი აგენტია, მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.
რამდენიმე კვირის წინ, მარიომ თავად განაცხადა, რომ სხვა ქვეყნის გუნდების შემოთავაზებები უარყო, რადგან სერია A-ში დაბრუნება უნდა.
ბალოტელიმ ბოლოს თურქეთში "ადანა დემირსპორის" რიგებში იასპარეზა, სადაც 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლის გატანა მოახერხა.