Belive

ჯეკო: ,,არ ველოდი, რომ ნაპოლი ასეთი ძლიერი იქნებოდა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ინტერის'' თავდამსხმელმა, ედინ ჯეკომ, სერია A-ს მომდევნო ტურის მატჩზე ისაუბრა, რომელსაც მილანური გუნდი 4 იანვარს ,,ნაპოლის'' წინააღმდეგ გამართავს:

,,ყველა მოგებულ თამაშს 3 ქულა მოაქვს, მნიშვნელობა არ აქვს, ,,ნაპოლის'' ეთამაშები თუ ,,ემპოლის''. თუ ნეაპოლელთა დამარცხებას შევძლებთ, ამ გამარჯვებამ, შეიძლება, დიდი თავდაჯერებულობა შეგვძინოს.

ეს სეზონი მაკვირვებს. მართალია, სპალეტის ვიცნობ და ის ძალიან ძლიერი მწვრთნელია, მაგრამ არ ველოდი, რომ ისინი ასეთი ძლიერები იქნებოდნენ. მათ 15-დან 13 მატჩი მოიგეს. იმედია, ცოტათი შენელდებიან,'' - განაცხადა ჯეკომ.

სერია A-ს 15 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 41 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან ,,მილანს” 8 ქულით უსწრებს. ლუჩანო სპალეტის გუნდის ანგარიშზე ჩემპიონატში ზედიზედ 11 მოგებაა.

სხვა სტატიები