Belive

ჯეისონ კანდი: "ვან დაიკი გადაჭარბებულადაა შეფასებული - ის მაღალი დონის მცველი არ არის"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ჩელსისა და ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა მცვლემა, 55 წლის ჯეისონ კანდიმ, ვირჯილ ვან დაიკის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნიდერლანდელი მცველის შესახებ შეხედულებები ძალიან გადაჭარბებულია და სინამდვილეში, საერთოდ არ არის მაღალი დონის მცველი.

„ვფიქრობ, ის გადაჭარბებულად არის შეფასებული. ის ვერც კი უახლოვდება სოლ კემპბელის, ჯონ ტერის და რიო ფერდინანდის დონეს. ის ამ დონეს ვერც ვერასდოს მიაღწევს. მას ორი კარგი სეზონი ჰქონდა და სულ ეს იყო" - ჯეისონ კანდი

შეგახსენებთ, რომ ჯეისონ კანდი მსგავსი განცხადებებით გამოირჩევა, მან რამდენიმე თვის წინ დევიდ ბექჰემზე განაცხადა, რომ მსოფლიო დონის მოთამაშე არ იყო და ტომას ტუხელის ამ ფორმაციის ინგლისის ნაკრებში ადგილს ვერ დაიმკვიდრებდა.

კანდი წლების განმავლობაში იფსვიჩში, ჩელსიში, ტოტენჰემში, პორტსმუტსა და ბრისტოლში თამაშობდა.

სხვა სტატიები