Belive

ჯეიმს მილნერი პრემიერ ლიგის ისტორიაში მესამე ადგილზე გადავიდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლივერპულის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ჯეიმს მილნერმა ინგლისის პრემიერ ლიგის მერვე ტურის გადადებულ შეხვედრაში, რომელშიც ლონდონის "ჩელსისთან" უგოლო ფრე (0:0) ითამაშა, კარიერაში გამორჩეული მიღწევა დააფიქსირა.

კონკრეტულად, ეს იმას გულისხმობს, რომ 37 წლის ფეხბურთელმა პრემიერ ლიგაში 610-ე მატჩი ჩაატარა, რა მაჩვენებლითაც ინგლისის ელიტარულ დივიზიონში ყველაზე მეტი შეხვედრის ჩამტარებელ ფეხბურთელებს შორის მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

ჯეიმს მილნერმა ამ მიღწევით ინგლისური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, ფრენკ ლამპარდს გადაასწრო - ლონდონის "ჩელსის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის აქტივში პრემიერ ლიგაში 609 მატჩია.

ჯეიმს მილნერზე წინ ისტორიაში სულ ორი ფეხბურთელია - რაიან გიგსი (632) და გარეთ ბერი (653), ორივე მათგანმა საფეხბურთო კარიერა უკვე დაასრულა.

"ლიდსის", "სუიდონ თაუნის", "ნიუკასლის", "ასტონ ვილას" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილ ფეხბურთელს, რომელმაც "ლივერპულის" შემადგენლობაში ყველა შესაძლო ქვეყნის შიდა, კონტინენტური და მსოფლიო მასშტაბის ტიტულის მოგება მოახერხა, მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება. მას "ლივერპულის" მაისურით 323 მატჩში 26 გოლი აქვს გატანილი და 46 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები