Belive

ჯეიმი ვარდის მანჩესტერ იუნაიტედი აკვირდება

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

იმის გამო, რომ კრიშტიანუ რონალდუს მომავალი "იუნატედში" ბუნდოვანია, "წითელი ეშმაკები" "ლესტერის" ფორვარდს ჯეიმი ვარდის აკვირდებიან. გასულ თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა "მანჩესტერს", ამ ზაფხულს, გაშვება სთხოვა. მისი გადაწყვეტილება გამოწვეული იყო ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის სურვილით. 37 წლის ფეხბურთელს კვლავ სჯერა, რომ უმაღლეს დონეზე სამი ან ოთხი წელი შეუძლია თამაში. კვირას რონალდუმ პირველი წინასასეზონო მატჩი ჩაატარა "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ, მაგრამ, პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს და "ოლდ ტრაფორდი" საბოლოო სასტვენამდე ბევრად ადრე დატოვა.

სავარაუდოდ, "ბრაიტონთან" გასამართ შეხვედრაში, თავდასხმაში ენტონი მარსიალი გაისარჯება. ერიკ ტენ ჰაგი წინა ზონებში არსებული ვარიანტებით შეშფოთებულია და ამბობს, რომ ახალი ფეხბურთელის დამატება აუცილებელია. 90min-ის თანახმად, "ლესტერის" ინგლისელ ფორვარდს ჯეიმი ვარდის ბევრი გუნდი აკვირდება, მათ შორის, "მანჩესტერ იუნაიტედიც". 35 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი "მელიებთან" კიდევ ერთი წლით აკავშირებს. ჯეიმის პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს შორის. მან, გასულ სეზონში, 33 მატჩში 17 გოლი გაიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, ვარდი ჯერ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს კლუბთან ახალ ხელშეკრულებაზე. ამ წლის დასაწყისში, გუნდის მთავრმა მწვრთნელმა როჯერსმა თქვა, რომ კლუბი ვარდის მომავალს შეაფასებს და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული.

სხვა სტატიები