Belive

ჯეიმი კარაგერის ემოციები ლივერპულისა და რეალის მატჩში

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრაში, “ლივერპულისა” და “რეალის” დაპირისპირება შედგა. ლივერპულში, ლეგენდარულ “ენფილდზე” გამართული საფეხბურთო დრამა მერსისაიდული გრანდის განადგურებით, 2:5 დასრულდა.

"ლივერპულმა" მატჩი აგრესიულად დაიწყო და მე-14 წუთისათვის მოწინააღმდეგეს 2:0 ამარცხებდა. გულშემატკივრებში გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ "ენფილდზე" მორიგი ჯადოსნური საღამო გაიმართებოდა, თუმცა მოვლენებმა"ლივერპულისთვის" კოშმარული სცენარით დაიწყო განვითარება და საბოლოოდ მერსისაიდელთა განადგურებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მადრიდის “რეალი” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში “ენფილდზე” 5 გოლი გაიტანა.

"ლივერპულისა" და "რეალის" დაპირისპირებას ჯეიმი კარაგერი CBS Sports-ის სტუდიიდან ადევნედა თვალს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მერსისაიდული გრანდის ყოფილი ცენტრალური მცველის ემოციებია ასახული.

სხვა სტატიები