Belive

ჯეიმი კარაგერი: "ლივერპულის დაცვაში ვან დაიკს თავისუფლად ჩავანაცვლებდი"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"რეალის" მიერ "ლივერპულის" დამარცხების შემდეგ, ჯეიმი კარაგერი შედეგით ძალიან უკმაყოფილო დარჩა. იურგენ კლოპის გაწვრთნილმა გუნდმა მატჩი 2:5 დათმო და განმეორებით შეხვედრას დიდი ჩამორჩენით ხვდება.

"ლივერპულის" დაცვა მთელი სეზონის განმავლობაში კატასტროფულად გამოიყურება. ნახევარდაცვას აღარ აქვს ენერგია, შემტევი სამეული პრესინგს ვერ თამაშობს, გუნდში ერთიანობა აღარ არის, დაცვა მოწინააღმდეგის შეტევებს ვეღარ უმკლავდება. "ლივერპულს" ახალ ნახევარმცველებთან ერთად, მცველებიც სჭირდება." - განაცხადა კარაგერმა.

"ცოტა ხნის წინ ვან დაიკმა თქვა, რომ "ლივერპულის" დაცვის ოთხეულში ვერ მოვხვდებოდი. ახლა ვფიქრობ, რომ მისი ჩანაცვლება თავისუფლად შემიძლია." - დაამატა ჯეიმიმ.

შეგახსენებთ, რომ "რეალისა" და "ლივერპულის" განმეორებითი შეხვედრა მადრიდში 15 მარტს, 23:55 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები