ჯეიდონ სანჩო იჯარით დორტმუნდში დაბრუნდება
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სანჩო ყოფილ გუნდში დაბრუნდება. "დორტმუნდი" ინგლისელ შემტევს იჯარის წესით იმატებს. გერმანულ კლუბს ეს ყველაფერი 2.6 მილიონი ფუნტი დაუჯდება.
🚨 BREAKING: Jadon Sancho to Borussia Dortmund on loan is a DONE DEAL, per @cfbayern ✍️ pic.twitter.com/nCimZPMoq8
— Pubity Sport (@pubitysport) January 4, 2024
როგორც იწერება რამდენიმე უმნიშვნელო საგადასახადო დეტალი უნდა გაირკვეს და ტრანსფერი გაოფიციალურდება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, სანჩო "ალკმაარის" წინააღმდეგ დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ სანჩომ "დორტმუნდის" მაისური 137-ჯერ მოირგო და 50 გოლთან ერთად 64 ასისიტიც მიითვალა.