რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე საფეხბურთო კარიერის დასრულებას აპირებს.
sport-express-ის ინფორმაციით, ქრონიკული ტრავმები და მუდმივი რეციდივები 29 წლის ქართველისთვის კარიერის ნაადრევად დასრულების მიზეზი გახდა.
ანანიძემ კარიერა მოსკოვის "სპარტაკში" დაიწყო და რუსული კლუბის მთავარი გუნდის მაისურით ყველა ტურნრიზე ჩატარებულ 146 შეხვედრაში 16 გოლის გატანა და 17 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. იგი "როსტოვსა" და "კრილია სოვეტოვში" იყო განათხოვრებული, სპარტაკის დატოვების შემდეგ კი რუსეთის ჩემპიონატის, თასის და სუპერთასის მოგება მოახერხა. "სპარტაკის" დატოვების" შემდეგ ანანიძემ "ანორთოსისის", ვოლგოგრადის "როტორის" და "დინამო თბილისის" შემადგენლობაში ითამაშა, 2022 წლის სეზონიდან კი "დინამო ბათუმში" ირიცხებოდა და ეროვნულ ლიგაში 6 შეხვედრის ჩატარებაც მოახერხა. საქართველოს ნაკრებში ჯანო ანანიძეს 45 მატჩი აქვს ჩატარებული და მის აქტივში 7 გოლი და 6 საგოლე პასია.