Belive

ასტანას მწვრთნელი: "რამდენჯერმე გაგვიმართლა, მაგრამ მთავარია, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით"

9 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისთან" ორი მატჩის ჯამში - 3:2 (1:1, 2:1) გამარჯვების და შემდეგ ეტაპზე გასვლის შემდეგ, "ასტანას" მთავარმა მწვრთნელმა, გრიგორი ბაბაიანმა ​შეხვედრა შეაფასა.

"პირველ 20 წუთამდე პოზიციური თამაში მიდიოდა, შემდეგ "დინამოელთა" აქტიურობამ ჩვენზე გავლენა მოახდინა. მეორე ტაიმის სტარტზე შემადგენლობაში ცვლილებები შევიტანეთ რამაც გაამართლა და ამავე დროს გაგვიმართლა, რომ საწყის წუთებში 2 გოლი გავიტანეთ. მატჩის ბოლოს მეორე ნომრად თამაში, საკუთარ საჯარიმოში გამაგრება და თავის დაცვა მოგვიწია, თუმცა მთავარია, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით და "ასტანას" ყველა გულშემატკივარს ამ გამარჯვებას ვულოცავ.

გაშვებულ გოლამდე ვთვლი, რომ თამაში საჩვენოდ მიდიოდა, თუმცა გოლმა ჩვენი გეგმები არიან, მეორე ტაიმში გადაწყობა და იმ გეგმებზე დაბრუნება მოვახერხეთ, თავიდან დავისახეთ და საბოლოო ჯამში გამარჯვებასაც მივაღწიეთ.

გასახდელში ამაზე ვისაუბრეთ და ვფიქრობ, რომ ჩვენს გამარჯვებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდური სულისკვეთება და კარგი ტაქტიკური მომზადება აღმოჩნდა. უნდა აღვნიშნო ის გარემოებაც, რომ ჩვენ როგორც გოლის გატანა, ისე გაშვება შეგვეძლო და ვფიქრობ, ბოლო წუთებში რამდენჯერმე გაგვიმართლა", - თქვა "ასტანას" მწვრთნელმა.

"დინამო თბილისი" ევროპულ ტურნირებზე გამოსვლას უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს, სადაც მალტის "ჰამრუნს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები