Belive

ჯანო ანანიძე: "საქართველოში საფეხბურთო აკადემიის შექმნას ვაპირებ"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
აწ უკვე ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ, რუსულ გამოცემა Championat-თან საუბრისას კარიერის დასრულების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
"ახლა მინდა საქართველოში ჯანო ანანიძის სახელობის აკადემია შევქმნა. აქ იზრდებიან ძალიან ნიჭიერი ბავშვები. მინდა დავეხმარო მათ ფეხბურთში გარდამავალი ასაკის უფრო მარტივად გადალახვაში. რომ შევაჯამოთ, მე მქონდა ღირსეული კარიერა. საქართველოში ყველგან დავდივარ, ყველა მეუბნება მადლობა ფეხბურთის თამაშისთვის. ადრე დავიწყე და ადრე დავამთავრე. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი კარიერით სრულიად კმაყოფილი ვარ, მაგრამ ხალხის მხრიდან საკმარის პატივისცემას ვგრძნობ. პატარა ქართველი ბიჭის ოცნება ბოლომდე არ ასრულდა, მაგრამ ჩემი საფეხბურთო გზით მეტად მადლიერი ვერ ვიქნები. როცა კარიერის დასრულების შემდეგ ამდენმა ადამიანმა მადლიერების სიტყვები მომწერა, მივხვდი, რომ ყველაფერი ფუჭი არ ყოფილა. ასე რომ, მხოლოდ თამაში არ ნიშნავს ყველაფერს", - თქვა ჯანო ანანიძემ.
ანანიძემ კარიერა მოსკოვის “სპარტაკში” დაიწყო და რუსული კლუბის მთავარი გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 146 შეხვედრაში 16 გოლის გატანა და 17 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. იგი “როსტოვსა” და “კრილია სოვეტოვში” იყო განათხოვრებული, სპარტაკის დატოვების შემდეგ კი რუსეთის ჩემპიონატის, თასის და სუპერთასის მოგება მოახერხა. “სპარტაკის” დატოვების” შემდეგ ანანიძემ “ანორთოსისის”, ვოლგოგრადის “როტორის” და “დინამო თბილისის” შემადგენლობაში ითამაშა, 2022 წლის სეზონიდან კი “დინამო ბათუმში” ირიცხებოდა და ეროვნულ ლიგაში 6 შეხვედრის ჩატარებაც მოახერხა. საქართველოს ნაკრებში ჯანო ანანიძეს 45 მატჩი აქვს ჩატარებული და მის აქტივში 7 გოლი და 6 საგოლე პასია.

სხვა სტატიები