ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრამდე ერთი დღით ადრე, "დინამო ბათუმის" 5 სავარაუდო მეტოქე ცნობილი გახდა.
UEFA-მ 15-15 განთესილი და განუთესავი (მათ შორისაა "დინამო ბათუმი) 3 სხვადასხვა ჯგუფში გადაანაწილა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი მესამე ჯგუფში მოხვდა, რისი მიხედვითაც, პოტენციური მეტოქეების სია ასე გამოიყურება:
ყარაბაღი (აზერბაიჯანი) - 25.000
შერიფი (მოლდოვა) - 22.500
სლოვან ბრატისლავა (სლოვაკეთი) - 13.000
ლინკოლნი (გიბრალტარი) - 7.250
შემროკ როვერსი (ირლანდია ) - 7.000
ჩემპიონთა ლიგის პირველი შესარჩევი რაუნდის წილისყრა ხვალ, 14 ივნისს გაიმართება.