ჯანლუიჯი ბუფონს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს, ჯანლუიჯი ბუფონს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა მშობლიურმა და ამჟამინდელმა კლუბმა, "პარმამ" გაავრცელა.
43 წლის გოლკიპერი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება, რაც შეეხებათ გუნდის დანარჩენ წევრებს, ყველა მათგანს COVID19-ზე ტესტი ჩაუტარდა და უარყოფითი პასუხი მიიღო. ბუფონი მშობლიურ კლუბში 2021 წლის ზაფხულში, ტურინის "იუვენტუსიდან" დაბრუნდა და მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 18 შეხვედრაში მიიღო, სადაც 20 გოლი გაუშვა და 6-ჯერ კარი მშრალად შეინახა.Parma Calcio 1913 can confirm that Gianluigi Buffon has tested positive for COVID-19. More info📝⤵️#ForzaParma 🟡🔵https://t.co/40DnbCGkkf — Parma Calcio 1913 (@ParmaCalcio_en) January 4, 2022