Belive

ჯანლუიჯი ბუფონი სკუდეტოს მოგების შანსებზე და ფავორიტებზე საუბრობს

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს, ჯანლუიჯი ბუფონს, იტალიის ჩემპიონატის ამ სეზონის სატიტულო რბოლასა და საჩემპიონო შანსებზე ჰკითხეს. ჯიჯის თქმით, არაა გამორიცხული, სკუდეტოს "ატალანტა" დაეუფლოს.

"ნაპოლი" და "ინტერი" მგონია, რომ ფრედ ითამაშებენ, რაც შეეხება, ჩემპიონობისთვის ბრძოლას და "ატალანტას" შანსებს, მგონია, რომ ეს იქნება წარმოუდგენელი და დიდი სპორტული ისტორია, მაგრამ სიურპრიზს ვერ დავარქმევ. უფრო მეტიც, ეს დიდი შრომის და დაგეგმარების შედეგია. მათ ამის უნდა სჯეროდეთ", - ამბობს ჯიჯი ბუფონი.

ამ მომენტისთვის, იტალიის ჩემპიონატში "ინტერi" ლიდერობს, "ნაპოლის" ქულით ნაკლები აქვს, ბერგამოელები კი ლიდერს სამით ჩამორჩებიან და მესამე პოზიციას იკავებენ. "ნაპოლისთვის" ეს მეოთხე ტიტული იქნება, "ინტერის" გამარჯვების შემთხვევაში მილანელები წარმატებას 21-ედ იზეიმებენ, ხოლო "ატალანტას" სადებიუტო ტიტულის მოპოვების შანსი აქვს.

სხვა სტატიები