Belive

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას? - ლუიშ ფიგუმ თავისი პროგნოზი გააკეთა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა ვეტერანმა ფეხბურთელმა ლუიშ ფიგუმ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალისტებზე ისაუბრა. პორტუგალიელმა თავისი პროგნოზიც გააკეთა იმაზე, თუ ვის უფრო დიდი შანსი აქვს მოგების.

ძნელი სათქმელია თუ ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, მაგრამ ჩემი აზრით ფავორიტი "პარი სენ-ჟერმენია", ისინი ძალიან კარგ ფორმაში არიან და სტაბილურად ასპარეზობენ. ფიზიკური მომზადების თვალსაზრისითაც ისინი შესანიშნავად გამოიყურებიან.

"ბარსელონას" და "ინტერს" რაც შეეხება, ძალიან განსხვავებული სტილის ორი ძლიერი გუნდია, თუმცა ვინც ფიქრობს, რომ "ინტერი" მხოლოდ დაცვით არის ძლიერი ძალიან ცდება. სიმონე ინძაგის გუნდი დაცვაში მყარად დგას და ჩემპიონთა ლიგაზე ცოტა გოლი გაუშვა, მაგრამ მათ ასევე ჰყავთ მოთამაშეები, რომლებსაც თამაშში ცვლილებების შეტანა შეუძლიათ. - ლუიშ ფიგუ

სხვა სტატიები