Belive

ჯანფრანკო ძოლამ კვარასა და ლეაოს შორის განსხვავებაზე ისაუბრა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის", "ჩელსის" და იტალიის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და ამჟამად იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯანფრანკო ძოლამ "ნაპოლი" - "მილანის" მატჩის წინ ისაუბრა. 57 წლის სპეციალისტმა Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრებისა და ნეაპოლური გუნდის შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი ვიზავის, რაფაელ ლეაოს შესახებ კომენტარიც გააკეთა და მათი განმასხვავებელი ფაქტორი გამოარჩია.

"ლეაო და კვარაცხელია უდავოდ არღვევენ ბალანსს თავიანთი აფეთქებებით. ისინი თავიანთ გუნდებში ერთადერთი ფეხბურთელები არიან, რომლებსაც თამაშის შესაცვლელად გამონათება შეუძლიათ. ისინი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, მათ შორის განსხვავება კი შემდეგია: პორტუგალიელი თავისუფალ სივრცეში ძალიან სახიფათოა, ქართველს კი შეზღუდულ პირობებშიც კი შეუძლია წინსვლა. ერთად ორივეს ხილვა ზღაპრული იქნებოდა.

ეს რა თქმა უნდა, სკუდეტოს გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მატჩი იქნება. მე ამ ორ გუნდს "იუვენტუსთან" და "ინტერთან" ერთად ჩემპიონობის ოთხ კანდიდატს შორის მოვიაზრებ, რომლებსაც რომაული გუნდები, "რომა" და "ლაციო" ერთი ნაბიჯით ჩამორჩებიან", - თქვა ჯანფრანკო ძოლამ.

"ნაპოლისა" და "მილანის" მატჩი ნეაპოლში, 29 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები