ჯამალ მუსიალამ საფეხბურთო კუმირები დაასახელა
9 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
Marca-სთან მიცემულ ინტერვიუში გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის ,,ბაიერნის'' შემტევს, ჯამალ მუსიალას, საფეხბურთ კუმირების შესახებ ჰკითხეს:
,,ბავშვობიდან აღფრთოვანებული ვიყავი დიდი ფეხბურთელებით, რომლებიც 10 ნომრით თამაშობდნენ. რონალდინიოს, ნეიმარისა და მესის ყურებით გავიზარდე, ისინი 10-ნომრიან მაისურს ატარებდნენ და მისი მორგება ჩემი ოცნება იყო.
ჩემი საფეხბურთო კუმირები? უდავოდ მესი და რონალდინიო! ნეიმარიც მათ შორისაა... მათი არაერთი ვიდეო მინახავს... ბავშვობაში ზიდანის მაისურიც მქონდა. ისინი ჩემი კერპები იყვნენ, რომლებიც დიდ სიამოვნებას მანიჭებდნენ. ლეოს გოლები, ნეიმარის ფინტები... ეზოში გავდიოდი და ვცდილობდი, მათთვის მიმებაძა.'' - ჯამალ მუსიალა
მიმდინარე სეზონში მუსიალას ანგარიშზე მიუნხენის ,,ბაიერნის'' მაისურით ჩატარებულ 36 შეხვედრაში 12 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.
"¿Mi ídolo absoluto? Lionel Messi. Siempre me fascinó. Crecí viéndolo a él y a Neymar. Me divertían mucho y traían mucha alegría al juego. Me paraba a verlos y después me iba al jardín a tratar de imitarlos".
— VSports Team (@VSportsTM) April 24, 2024
🗣️Jamal Musiala, en @marca. pic.twitter.com/yRblcnFXnr