Belive

ჯამალ მუსიალა: "ფეხბურთი მესიმ და რონალდინიომ შემაყვარეს..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" 20 წლის შემტევმა - ჯამალ მუსიალამ, ჟურნალისტებთან თავის საყვარელ ფეხბურთელსა და კერპზე ისაუბრა. 

მუსიალამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იგი ფეხბურთზე იმიტომ შევიდა, რომ მესისა და რონალდინიოს დიდი გულშემატკივარი იყო და სწორედ მათ შეაყვარეს ფეხბურთი. 

"ჩემი კერპები მესი და რონალდინიო არიან. სწორედ ამ ორი ფეხბურთელის ყურებისას გადავწყვიტე და ვთხოვე მამას, რომ ფეხბურთზე შევსულიყავი.

მესი ყველაზე დიდი ფეხბურთელია, ვისაც ეს სპორტი უთამაშია, ჩემთვის ასეა. ყველაფერთან ერთად, ზუსტად ისეთი სტილის მოთამაშეა, როგორიც ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი. მას შეუძლია ნებისმიერ გუნდსა თუ ნაკრებში, ნებისმიერი მატჩის მოგება. იგი ყველაზე დიდებული ფეხბურთელია.

რაც შეეხება რონალდინიოს, მიუხედავად იმისა, რომ იგი ბევრი წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზე ვერ თამაშობდა, ის 2-3 წელი რა დონის ფეხბურთიც ითამაშა, ზებუნებრივი ძალების შთაბეჭდილებას მიტოვებდა. მე გამიმართლა, რომ ყველაზე ძლიერი რონალდინიოს ხილვა შევძელი და ბედნიერი ვარ, რომ მისი თამაში ცოცხლადაც მაქვს ნანახი.

რონალდინიოსნაირი დახვეწილი ფეხბურთელები, დღევანდელ რეალობაში ძალიან იშვიათია. - ჯამალ მუსიალა

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ჯამალ მუსიალა 2019/2020 წლების სეზონიდან "ბაიერნის" პირველ გუნდში თამაშობს. მას უკვე 127 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 31 გოლი და 23 საგოლე გადაცემა შეასრულა. 

სხვა სტატიები