Belive

ჯაკა წაუგებელი სერიის დასრულებაზე: ,,ეს თავიდანვე არ გვაინტერესებდა''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლევერკუზენის ,,ბაიერის'' ნახევარმცველმა, გრანიტ ჯაკამ, ევროპა ლიგის ფინალური მატჩის წაგების შემდეგ, საკუთარი გუნდის დაუმარცხებელი სერიის დასრულებაზე ისაუბრა:

,,სიმართლე გითხრათ, ეს რეკორდი არ გვაინტერესებს და არც არასდროს გვაინტერესებდა... საქმე ეხება თამაშს და, სამწუხაროდ, ფინალში დავმარცხდით. ეს ფეხბურთია. ვთქვით, რომ ატალანტასთან რთული მატჩი გველოდა და მეტოქეს შექება ეკუთვნის.

სამწუხაროა, რომ ვერ შევძელით იმის გაკეთება, რაც აქამდე ძალიან კარგად გამოგვდიოდა. ეს ყველაფერი თამაშის ნაწილია და უნდა შევეგუოთ.'' - გრანიტ ჯაკა

ევროპა ლიგის ფინალში ,,ატალანტამ'' მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელ ,,ლევერკუზენს'' (ზედიზედ 51 მატჩი წაგების გარეშე) 3:0 მოუგო და ტურნირის გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა.

,,ბაიერს'', რომელმაც მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგა მოიგო, კიდევ ერთი ტიტულის მოპოვების შანსი აქვს - ალონსოს გუნდი შაბათს, 25 მაისს, გერმანიის თასის ფინალში ,,კაიზერსლაუტერნს'' დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები