ივან რაკიტიჩს გულშემატკივრებმა საოცარი დახვედრა მოუწყვეს
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ივან რაკიტიჩი მომავალი სეზონიდან სამშობლოში, სპლიტის "ჰაიდუკში" ითამაშებს, ხორვატ ფეხბურთელს ათასობით გულშემატკივარმა საოცარი დახვედრა მოუწყო.
36 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სათაურით:
დიდი პატივია ჩემს ქვეყანაში თამაში, განსაკუთრებით ამ საოცარი კლუბისთვის. დიდი მადლობა თბილი დახვედრისთვის. - ივან რაკიტიჩი