Belive

ივან რაკიტიჩი კარიერას საუდის არაბეთის კლუბ ალ შაბაბში გააგრძელებს

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ივან რაკიტიჩის სამედიცინო შემოწმება დასრულდა, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით ხორვატი ფეხბურთელი "სევილიას" ტოვებს და საუდის არაბეთის კლუბ "ალ შაბაბში" გადადის.

ივან რაკიტიჩი ახალ კლუბთან კონტრაქტს 2025 წლის ივნისამდე გააფორმებს.

ივან რაკიტიჩის კარიერა 2004 წელს შვეიცარიაში "ნორდსტერნ ბაზელში" დაიწყო, შემდეგ (2005-2007 წლებში) "ბაზელის" მეორე და პირველ გუნდში ასპარეზობდა, მომდევნო კლუბი "შალკე" იყო (2007-2011 წლებში) სადაც 4 წელი გაატარა, რის შემდეგაც უკვე ესპანეთში გადაბარგდა და 2011 წლიდან დღემდე ჯერ "სევილიას" რიგებში ირიცხებოდა შემდეგ "ბარსელონაში" გადავიდა, ჯერჯერობით მისთვის ბოლო ევროპული კლუბი "სევილია" იყო.

საკლუბო კარიერის განმავლობაში ხორვატ ფეხბურთელს მოგებული აქვს: ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა 2-ჯერ, უეფას სუპერ თასი, ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, ლა ლიგა 4-ჯერ, ესპანეთის თასი 4-ჯერ, ესპანეთის სუპერ თასი 2-ჯერ და შვეიცარიის თასი.

სხვა სტატიები