Belive

იუვენტუსთან მატჩში მილანის მეკარე 40 წლის მირანტე იქნება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანს'' მეკარის პოზიციაზე პრობლემები აქვს. გასულ ტურში მაიკ მენიომ ,,ჯენოასთან'' შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მომავალი მატჩის გამოტოვება მოუწევს.

Sky Sport-ის ცნობით, ,,როსონერის'' ვერ დაეხმარება ვერც სათადარიგო მეკარე, მარკო სპორტიელო, რომელმაც კუნთი დაიზიანა.

ამგვარად, კვირას, 22 ოქტომბერს, ,,იუვენტუსთან'' თამაში 40 წლის ანტონიო მირანტეს მოუწევს. იტალიელმა მეკარემ ძირითად შემადგენლობაში ბოლოს 2021 წლის მაისში, ,,მანჩესტერ იუნაიტედთან'' შეხვედრაში ითამაშა, როცა ჯერ კიდევ ,,რომას'' კარს იცავდა. მირანტემ ,,მილანის'' რიგებში სამი სეზონის განამვლობაში სულ ერთხელ, რამდენიმე წუთით ითამაშა (გასულ სეზონში 89-ე წუთზე ცვლილებაზე შევიდა).

სერია A-ს 8 ტურის შემდეგ, ,,მილანს'' 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, ,,იუვენტუსი'' კი 17 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები