Belive

იუვენტუსს კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვა სურს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Goal-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი" 2021 წლის ზაფხულში კრიშტიანუ რონალდუს გადყიდვას შეეცდება. "ბებერ ქალბატონს" სურს, რომ პორტუგალიელ ვარსკვლავში გადახდილი 100 მილიონი ევროდან გარკვეული ნაწილი დაიბრუნონ და შესაბამისად, მას სატრანსფერო ფანჯარაზე დაყენებას უპირებენ. იტალიელები ფიქრობენ, რომ რონალდუსათვის, რომელიც თებერვალში უკვე 36 წლის ხდება, კონტრაქტის გახანგრძლივება სარისკო იქნება. ამჟამინდელი ხელშეკრულება "რეალის" ყოფილ ფეხბურთელს 2022 წელს ეწურება. Transfermarkt ფეხბურთელს 60 მილიონ ევროდ აფასებს.

სხვა სტატიები